წუთისოფლის სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები
514. წინას მსგავსი მისივე შეკითხვა გულის წუხილის შესახებ, და თუ რატომ დარჩა მასში კვლავ ერთგვარი სისუსტე
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება. შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმა... იხილეთ სრულად
მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და ყოველგვარი ცხოვრებისეულის მოძულება კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას: პირიქით, ეს ნიშნავს, ჭეშმარიტი განსაზღვრების ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მისი ჭეშმარიტად მაღალი ღირებულების... იხილეთ სრულად
შეიძულე ეს სოფელი მთელი თავისი მომხიბვლელობით, მხოლოდ ღმერთი და მარადიული ცხოვრება შეიყვარე და სამყაროში ისე იცხოვრებ, როგორც - ლოთი სოდომში, უვნებლად იქნები.
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, და... იხილეთ სრულად
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. ... იხილეთ სრულად
ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მა... იხილეთ სრულად
მათ გამო გვებრძანა, ვიყოთ სოფელში და არ შევიყვაროთ სოფელი; მაგრამ არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძულოთ ღვთის ქმნილებანი, არამედ რათა ამ სამი ვნების მიზეზი მოვიკვეთოთ.