ჯოჯოხეთი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანმა ასევე შეიძლება გაიხსენოს ღვთის სამსჯავრო ან ჯოჯოხეთის სატანჯველი საიქიოში. ამ შეგრძნებით, რომელიც წარმოიქმნება სულში, ადამიანი იწყებს სუნთქვით დარეგულირებულ ლოცვას.
უბიწოების საჭეს მყარად ჩაეჭიდე, რომ გვერდი აუარო საშინელი ჯოჯოხეთის წყალქვეშა რიფებს.
თუ ადამიანმა განსაცდელის დროს „ჩამჩით არ იგემა“ ჯოჯოხეთი, შეუძლებელია ღვთის მადლი იხილოს.
უდებების დაძლევა ასევე უეცარი სიკვდილის, ჯოჯოხეთის და სამოთხის ხსენებითაა შესაძლებელი.
ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს! ეშმაკი ცდილობს ვინმე გადაყლაპოს და ჯოჯოხეთის ფსკერზე დაძიროს. ჩვენ კი, უპირველესად მე, მისი ნადავლი, ნებაყოფლობით ვთვლემთ ბარუქის ძილით და მაშინღა გამოვიღვიძებთ, როცა ძალიან გვიან იქნება.
ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილო, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგჩურჩულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს და ჯოჯოხეთის სიმწარე იგემო. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთილნი არიან იმის... იხილეთ სრულად