თემა: მკითხაობა,  სიზმარი


სიზმრების დაჯერება დამღუპველია.

ერთ სავანეში ცხოვრობდა ყოველგვარი სათნოებით შემკული ბერი, რომელსაც ძმები პატივს მიაგებდნენ. სამწუხაროდ, ის ყოველთვის უჯერებდა სიზმრებს.
    მაცდური სული მუდამ ხარობს, როდესაც აღმოაჩენს ადამიანის სუსტ მხარეებს, რომლითაც მასზე გამარჯვება შეუძლია. ამიტომ ბოროტი სული მთელი თავისი ჯოჯოხეთური ძალებით შეიარაღდა ბერის წინააღმდეგ.
    ყოველ ღამით, როდესაც ბერი ლოცვის დასრულების შემდეგ ჩაიძინებდა, კაცთა მოდგმის მტერი მას სიზმრებს ჰგვრიდა; თავდაპირველად უვნებელს, რათა უფრო მეტად ეცდუნებინა საბრალო; და როგორც არ უნდა განემარტა ჩვენება, ყოველი სიზმარი ცხადდებოდა. ბოლოს, როდესაც მზაკვარმა სულმა დაინახა, რომ გზააბნეული ბერი ყველაფერს იჯერებდა, ერთ ავადსახსენებელ ღამეს მომავალი ცხოვრება წარმოუდგინა: წარმოუსახა, რომ მოციქულები, მოწამეები, ღირსი მამები და ქრისტიანები საშინელ წყვდიადში ისხდნენ და სასოწარკვეთილებისგან იტანჯებოდნენ; მეორე მხარეს კი, წინასწარმეტყველებთან და ძველ პატრიარქებთან ერთად, ხარობდა ებრაელი ერი, მამა ღმერთი კი თავისი ბეჭდით მათზე მიუთითებდა და ამბობდა: "აი ჩემი შვილები!".
    ბერს საშინელებისგან გამოეღვიძა და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე პალესტინაში, იუდეველთა საცხოვრებელში წავიდა. იქ მან წინადაიცვითა და ქრისტეს მკვლელების მოშურნე დამცველი გახდა.
    მაგრამ ღმერთი რამდენადაც დიდხანს ითმენს, იმდენადვე მართლმასაჯულია: სამი წლის შემდეგ მას ისეთი მძიმე სნეულება შეეყარა, რომ ძვლებიც კი დაულპა და საშინელ ტანჯვაში დალია სული.
    ვინც ბრმად უჯერებს სიზმრებს, ის არანაკლებ სცოდავს, ვიდრე კარტზე მკითხაობით შესცოდავდა. უმჯობესია, ზეციურ ჩანაფიქრს მიენდო და არ დაუჯერო იმას, რაც ხშირად გზააბნეული წარმოსახვის ნაყოფია
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები