თემა: მოწყალება
მოწყალება მოწყალებიდან.
წმიდა ბასილი დიდის მოწაფეს, ღირს ზინობს, რომელმაც ორმოცი წელი ღვთივსათნო მარხვაში გაატარა, თავდაპირველად არავისგან არაფრის მიღება არ სურდა. ამის გამო გულმოწყალე ადამიანებს თავიანთი საბოძვარი უკან მიჰქონდათ და ძალზე დამწუხრებულნი მიდიოდნენ იმის გამო, რომ წმიდა მამამ მათი შესაწირი არ მიიღო. ამასობაში მასთან მოდიოდნენ ღატაკნი, რომელთაც რაიმეს მიღება სურდათ მისგან, როგორც უდიდესი ბერისგან. მაგრამ რადგან ზენობს არაფერი გააჩნდა, ისინიც დამწუხრებულნი მიდიოდნენ მისგან.
-რა ვქნა? - დაფიქრდა ბერი, - მწუხარენი რჩებიან ისინიც, ვისაც უკან მიაქვს თავისი საჩუქარი, და ისინიც, ვინც ხელცარიელი ბრუნდება აქედან; მაშინ ასე მოვიქცევი: თუ ვინმე რაიმეს მომიტანს, გამოვართმევ და იმას მივცემ, ვინც რაიმეს მთხოვს...
ამ წესის დაცვით თვით ღირსი მამაც მშვიდად ცხოვრობდა და სხვებსაც ანუგეშებდა