ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: სიმდიდრე, მევახშეობა
შენ ფული იმისთვის კი არ გაქვს, რომ სიღარიბე დათრგუნო, არამედ იმისთვის, რომ ის შეამსუბუქო. მაგრამ შენ დიდსულოვნების ნიღბის ქვეშ სიღარიბეს მხოლოდ აძლიერებ და მოწყალებას ჰყიდი (გაასესხებ რა ფულს პროცენტიან ვალად). გაყიდე, მე არ გიკრძალავ; ოღონდ მხოლოდ ცათა სასუფევლის გულისთვის. რამდენმა დაკარგა პროცენტებით თავად კაპიტალი? რამდენს დაემუქრა საფრთხე პროცენტებისაგან? რამდენმა ჩაიგდო საკუთარი თავიცა და სხვებიც უკიდურეს გაჭირვებაში გაუგონარი მომხვეჭელობის გამო? ნუ მეტყვი, რომ ის, ვინც ფულს გესესხება, ხარობს და მადლობელია რომ მისცეს: ეს შენი სისასტიკით ხდება. ის იძულებულია მადლობა გითხრას სისასტიკისთვის, რომ არ ჩათვალე ღირსად თანაგრძნობის გამო უპროცენტოდ გესესხებინა ფული.
მრავალი კიდევ იტყვის: მე პროცენტებს ავიღებ და ღარიბებს დავურიგებ. კარგად კი ამბობ, ოღონდ ღმერთისთვის ასეთი ძღვენი სათნო არ არის. უმჯობესია საერთოდ არ მისცე მოწყალება გლახაკს, ვიდრე ასეთი საშუალებით მოპოვებული გაიღო, რამეთუ უმართებულო მოქმედებით შენ ხშირად იმ სიმდიდრესაც უპატიოსნოდ აქცევ, რომელიც პატიოსანი შრომით მოიპოვე; ეს მსგავსია იმისა, რომ ადამიანი აიძულო მორიელები შვას, გამსესხებელი არასოდეს ტკბება იმით, რაც აქვს, არ ხარობს მაშინაც კი, როცა პროცენტები გროვდება, არ მხიარულობს მოგების გამო, პირიქით, წუხს, რომ მოგება კაპიტალს არ უტოლდება.