image
ავტორი: ილია II

თემა: ოჯახი,  თანასწორობა,  ცოლი,  ქმარი

ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს როგორც მეუღლეზე, ისე შვილებზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად სიცოცხლეც არ დაიშუროს.
    რაც შეეხება უშუალოდ ცოლქმრულ ურთიერთობებს, აქ მეუღლეთა შორის თანასწორობაა. ქმარი არ არის პატრონი თავისი სხეულისა, არამედ ცოლი; და ასევე, ცოლი არ არის განმგებელი თავისი სხეულისა, არამედ ქმარი. ქმარს არა აქვს უფლება განეშოროს ცოლს მისი დასტურის გარეშე და ასევე ცოლს – ქმრის უნებართვოდ.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები