ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ზიარება, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
დაფიქრდი იმ ერთ ნიჭზე, რომლის მთელი ღირებულება ცხადდება მაშინ, როდესაც შენში სამი რამ შეერთდება: ამ ნიჭის მთელი დიდებულების შეცნობა, სიყვარული იმის მიმართ, ვინც ამ ნიჭს მოგმადლებს, და შემეცნება მის მიერ მოტანილი სარგებელისა. ეს სამი სასწაულებრივი რამ არის სწორედ ნიჭი, რომელიც ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოთი გვეძლევა.