ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: სიზმარი
4. გამოსაძიებელია, თუ როგორ აღბეჭდავენ და დასახავენ ეშმაკები ჩვენს მეწინამძღვრეს, ე.ი. გონებას, ძილის ზმანებებში, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი რამ გონებას მაშინ ემართება, როდესაც იგი ან თვალით ხედავს, ან სმენით ისმენს, ან სხვა რამ გრძნობის ორგანოთი იღებს შეგრძნებას, ანთუ მოქმედებს მეხსიერების მიერ, რომელიც აღბეჭდავს მეწინამძღვრეს (გონებას), მოძრაობაში მოჰყავს რა ყოველივე ის, სხეულის მიერ რაც მიუღია. ასე რომ, ეშმაკები წარმოჩნდებიან როგორც მეხსიერების აღმძვერლები, სახოვანყოფენ რა ჩვენს გონებას. ამასთან, რადგან ორგანო ძილისგან უმოქმედოდ არის შეკავებული, მაშ, საძიებელია, აგრეთვე, თუ როგორ ამოძრავებენ ისინი მეხსიერებას. შესაძლებელი არ არის განა, რომ – ვნებათა მიერ? ამას ხომ ისიც ცხადყოფს, რომ განწმენდილები და უვნებონი ამგვარ რამეს აღარ განიცდიან, თუმცა არსებობს მეხსიერების რამ მარტივი მოძრაობა ჩვენგანვე, ანდა წმინდა ძალთაგან ქმნილი, რის კვალობაზეც წმინდანებს თანაშევეზრახებით და მათთან ერთად ვტრაპეზობთ. გარდა ამისა, საყურადღბოა, რომ იმ გამოსახულებებს, რომლებსაც სხეულითურთ იღებს სული, მათ სხეულის გარეშე ამოქმედებს მეხსიერება. და ესეც ცხადია, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ძილშიც, როდესაც ჩაწყნარებულია სხეული, ჩვენ მაინც იგივე განცდა გვაქვს, რადგან ისევე როგორც შესაძლებელია გავიხსენოთ წყალი წყურვილის გამოც და წყურვილის გარეშეც, ამგვარადვეა შესაძლებელი გახსენება ოქროსი ანგარებითაც და ანგარების გარეშეც. იგივიე ითქმის სხვა დანარჩენთან დაკავშირებითაც, ხოლო ის, რომ აღმოვაჩენთ ბრძანებათა სხვადასხვა ნაირსახეობას, ეს ნიშანია ეშმაკთა ბოროტხელოვნებისა. კიდევ, ისიც საცოდნელია, რომ ეშმაკები ზმანებისთვის იყენებენ გარეშე მოვლენებსაც, როგორც მაგალითად ტალღების ხმაურს მოცურავეთა მიმართ