2.ყველა ეშმაკეულ გულისზრახვას სულში შემოჰყავს გრძნობად საქმეთა წარმოდგენები, რომელთა მიერ დატვიფრული გონება ამ საქმეთა ხატებს თავის თავში ატრიალებს და შემდეგ თვით საქმისგან ცნობს იგი მოახლებულ ეშმაკს; მაგალითად, თუ ჩემს გონებაში გამოჩნდა იმის სახე, ვინც მე მავნო და შეურცხმყო, ამით აშკარა ხდება, რომ მოახლოებულა ავმეხიერების გულისზრახვა. კიდევ, თუ მახსენდება ფული ან დიდება, ამ საქმისგან, ცხადია, თვით ჩვენი შემაწუხებელი ხდება შესაცნობი. ასევეა ყველა სხვა გულისზრახვასთან დაკავშირებითაც: თვით საქმის მიერ აღმოაჩენ მოახლოებულს და შთამაგონებელს, თუმცა ამით იმას როდი ვამბობთ, რომ თითქოს ამგვარ საქმეთა ყოველი გახსენება ეშმაკებისგან შეგვემთხვეოდეს (რადგან თვით გონებას, როდესაც იგი ადამიანის მიერ ამოძრავდება, სჩვევია მომდართა გაცოცხლება წარმოდგენაში), არამედ ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ ეშმაკთაგან აღძრული მოგონებანი თანამოიზიდავენ არაბუნებისეულ მრისხანებასა და გულისთქმას. მართლაც, ამ ძალთა მშფოთვარების გამო გონება აზრისმიერად მრუშობს და მიმოეკვეთება, არ ძალუძს რა, შეიწყნაროს ფიქრი ღმერთზე, - თავის რჯულმდებელზე შესაბამისად იმისა, რომ ლოცვის ჟამს ბრწყინვალება მხოლოდ მაშინ იჩენს თავს გონებაში, როდესაც იგი მოიკვეთს ნივთიერ წარმოდგენებს.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
27 ნოემბერს არის ხსენება: