თემა: ღვთის შიში

27. თუკი კელინში მჯდომს სამარცხვინო რამ შთაგეთესება გულში, გაფრთხილდი და წინ აღუდექი გაბოროტებას, რათა არ გაბატონდეს იგი შენზე. სცადე გაიხსენო, რომ ღმერთი გაყურადებს შენ და რომ შენი გულის ნაფიქრი გაცხადებულია მის წინაშე. ამიტომაც უთხარი შენს სულს: "თუკი უფრთხი შენ შენებრ ცოდვილებს, რომ არ ნახონ მათ შენი ცოდვები, რამდენად უფრო უნდა უფრთხოდე ღმერთს, რომელიც ზედამხედველობს ყოველივეს?" აი, ამ შეგონების შედეგად გაცხადდება ღვთის შიში შენს სულში და თუ დარჩები ამ შიშთან ერთად, შეუძრავი იქნები ვნებათაგან, როგორც ეს დაწერილია: "უფალს მინდობილნი - ვით სიონის მთა; არ შეირყევა უკუნისამდე იერუსალიმში დამკვიდრებული" (ფს. 124.1). ყოველ საქმეში, რასაც აკეთებ, იფიქრე ღმერთზე, რომ ხედავს იგი შენს ყველა ზრახვას, და არ შესცოდავ არასოდეს. დიდება მას უკუნისამდე, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები