ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გულგრილობა ბოროტი ზრახვების მიმართ
69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ან გონებას იბნელებს იგი, ანდა უზომო მოღვაწეობას ეწევა და აზროვნებას იმღვრევს.