ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მიტევება, ძვირის ხსენება
აწ უკუეთუ მცირედ მიუტეო, მცირედცა მოგიტეოს; და უკუეთუ ფრიად მიუტეო, ფრიადცა მოგიტევნენ. უკუეთუ შენ მიუტეო ყოველივე სიწმიდითა გულისაითა, ეგრეთვე შენ ღმერთმან მოგიტეოს. და უკუეთუ რაჟამს მიუტეო და შეიყუარო იგი მეგობრად საყუარელად, ეგრეთვე ღმერთმან ყოს შენ თანა სიყუარული. აწ უკუე რაიცა უმეტეს გარდაჰრიოს შეცოდებაი ჩუენდა, ეგოდენცა უმეტეს მივისწრაფოთ მშვიდობისა ყოფად, რამეთუ მიზეზ გუექმნა ურიცხუთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობისა. რაი უკუე გავნო მოყუასმან შენმან? მონაგებნი მიგიზუეჭნაა, ანუ განხადა სამკვიდრებელით შენით, ანუ უსამართლოი გიყოა შენ? და არა მარადის ხოლო ვიტყვი, არამედ ნუუკუეცა სიკუდილი შენი ენება და შთაგაგდო შენ მრავალფერთა ჭირთა და განსაცდელთა, და ყოველნი ძვირნი მოაწინა შენ ზედა, და არარაი ბოროტი დაუშთა, რომელი არა გიყო შენ, რომელი სხუასა კაცსა კაცისადა არა უყოფიეს. ამისა შემდგომად უკუეთუ ძვირსა იხსენებდე მისთვის და გულ-მანკიერ იყო მის ზედა, არა ღირს ხარ შენ მოტევებასა. და ვითარ ესე გაუწყო, გულისხმა-ყავ