image

თემა: მიტევება

უკუეთუმცა თვისი გესუა შენ და ზედა-ედვა შენი ასი დრაჰკანი, და თვისისა მის შენისა მოვალისაი სხუასა ზედა-ედვა მცირედი რაიმე ვალი, და მო-მცა-ვიდა მისი იგი მოვალე შენდა შეგივრდამცა შენ ლმობიერად, რაითა ევედრო შენ თვისსა მას შენსა, და მიუტეოს მცირედი რაიმე ვალისა მისგანი თანამდებსა მას, და შენმცა შეგეწყალა იგი და მომცა უწოდე თვისსა მას შენსა, რომელსა ზედა ედვა ასი დრაჰკანი და არქუმცა მას ვედრებით, ვითარმედ: მიუტევე ამას მოვალესა შენსა, რომელი თანა-აც შენი, და მიითუალე, რომელი-იგი ჩემი ზედა-გაც ეგეზომი. და ამისა შემდგომად უკუეთუმცა ურცხვინო იქმნა თვისი იგი შენი სიბოროტითა და მედგრობითა თვისითა, და კუალად შეიპყრა მოვალე იგი მისი და შეაშთობდა, რაითა მისცეს მას თანანადებნი იგი მისი, უკუე გა-მცა ვინ-არინა იგი ხელთაგან შენთა? არამცა მრავალი გუემაი მოაწიეა მის ზედა, და ყოველი იგი თანანადები მსწრაფლ მოსთხოე შეურაცხებისა მისთვის, რომელ ბრძანებული შენი შეურაცხ-ყო?
    ეგრეთვე ღმერთმან გიყოს შენ და გრქუას დღესა მას: ჰოი მონაო ბოროტო, ნუუკუე შენისა მონაგებისაგან მიუტეობდ რასა, ანუ არა რომელი ჩემი იყო შენ ზედა, მისგანი გიბრძანე, რაითა დამითუალო? გარქუ-მეთქი, მიუტევე, და მე მოგიტევნე. დაღათუმცა არა პირველვე მებრძანა შენდა, ჯერ-იყო შენდა მორჩილობაი ღმრთისა შენისაი და მიტევებად ძმისა შენისა თანა-ნადები იგი. ხოლო აწ არა ვითარ უფალმან გიბრძანე, არამედ ვითარცა მეგობარი გევედრები შენ ვედრებით, უკუეთუმცა მონასა უფლისა თვისისაი ზედა-ედვა ასი დრაჰკანი და მონისაი მის სხუასა ზედა-ედვა ათი დრაჰკანი, და უბრძანამცა უფალმან მონასა მას, რაითა მიუტეოს მოვალესა მას მისსა ათი იგი დრაჰკანი და მან მიუტევა. აწ უკუე უფალმან მისმანმცა მის ათისათვის ათივემცა დაუთუალა ასისა მისგან, რომელ მონასა ზედა-ედვა, და სხუაი სთხოვა. ხოლო ღმერთი არა ესრეთ იქმს, არამედ უკუეთუ მიუტეო მოყუასსა შენსა მცირედი, რომელ შენი თანა-აც, იგი მოგიტევებს ყოველთა თანა-ნადებთა შენთა. და სადაით უკუე უწყით ესე, არამედ ლოცვისაგან, რომელ არს "მამაო ჩუენოი". და კუალად რომელ სხუასაცა ადგილსა თქუმულ არს, ვითარმედ: "უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა თანა-ნადებნი მათნი, მამა-მანცა თქუენმან მოგიტევნეს თქუენ, რომელ არს ცათან შინა ყოველნი თანა-ნადებნი თქუენნი" (მათე 6,14). ვითარცა-ღა შორის ასისა დრაჰკნისა და ბევრეულისა ტალანტისა ფრიად არს, ეგრეთვე თანა-ნადებთა კაცთასა ჩუენდა მომართ და თანა-ნადებთა ჩუენთა ღმრთისა მიმართ ფრიად არს. რამეთუ სატანჯველნი იგი საუკუნენი ვერ ესწორებიან ბევრეულსა ტალანტსა, რომელსა ასითა დრაჰკნითა მოვიყიდით
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები