image

თემა: ხიბლი

ხიბლი , მიუხედავად იმისა, ადამიანზე მისი გავლენა შინაგანია, თუ გარეგანი, მუდამ გარედან მოქმედია; კაცს შეუძლია მისი უკუგდება. გული ხიბლის თავდაპირველად მუდამ ერთგვარი ორჭოფობით ხვდება; ეჭვი არ ეპარებათ მათ, რომლებზეც ხიბლმა მტკიცე ძალაუფლება მოიპოვა. ხიბლი არასდროს გააერთიანებს ცოდვით გახლეჩილ ადამიანებს, არ დაუმშვიდებს სისხლის მოძრაობას, სინანულისთვის არ დამოძღვრავს მოღვაწეს, არ დააკნინებს მისივე თვალში. პირიქით, მასში აღაგზნებს მეოცნებობას, განუხურვებს სისხლს, მოჰგვრის რაღაც უგემოვნო, შხამიან ტკბობას, ოსტატურად ეპირფერება, შთააგონებს რომ თავის თავზე დიდი წარმოდგენა იქონიოს, მის სულში აღმართავს კერპს - სახელწოდებით "მე".
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები