
შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლე... იხილეთ სრულად
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლე... იხილეთ სრულად
რაოდენ აუტანელი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება ამას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.
რაც უფრო დიდია ხე, მით უფრო ძნელია მისი ამოძირკვა მიწიდან; ასევე, რაც უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო ძნელად თავისუფლდება ადამიანი მისგან
კარგ ჩვეულებასაც და ცუდსაც დრო კვებავს, როგორც შეშა - ცეცხლს
რაც მეტად იზრდება ხე, მით უფრო ღრმად უშვებს მიწაში ფესვებს; ასევე, რაც მეტად იზრდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო იმტკიცებს ფესვებს ადამიანის გულში.
ცოდვილი ჩვეულება მიწაში ჩაგდებული მარცვალია, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება და იზრდება და ბოლოს დიდ ხედ გარდაიქცევა. ასევეა ცოდვილი სურვილიც; თავდაპირველად იგი ნელა იზრდება, შემდეგ უფრო მეტად და ბოლოს მთელს ჩვენს არსებას მო... იხილეთ სრულად
რაოდენ ნაკლებმნიშვნელოვანი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.
თუ ყოველგვარი ცოდვა სულიერ ხედვას ამუქებს, მაშ, შეიძლება ითქვას, რომ ცოდვილი ჩვეულება ჩვენს თვალში წარმოშობს მუქ წყალს, რომლის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს.