



უნდა გესმოდეთ, რომ დროებითი ტკბობა აჩრდილივით ქრება

რომელი ცხოვრებისეული სიტკბოა, მწუხარება რომ არ ახლდეს თან?

ნუ დატკბები სოფლის სიტკბოებით, თორემ უბედური სიკვდილით მოკვდები.

ყველა მდიდარი არ წარწყმდება ისევე, როგორც ყველა ღარიბი არ ცხონდება
დროებითი ტკბობა ადმიანს მარადიულ მწუხარებას უმზადებს, თუკი უგუნურად მიელტვის მას.

ნუ დაგატკბობს მიწიერი, დროებითი მხიარულება. ეს ანკესია, რომელიც თევზივით იჭერს სულს.
128. სხეულებრივ სიამეებში ჯეროვანზე მეტად შვებული, ასმაგი შეჭირვებით ზღავს ნაჭარბევს.

ყველა სიამოვნებათა შორის ყველაზე სასიამოვნო ისაა, რასაც კეთილი მოქმედების შემდეგ შეიგრძნობენ.
