ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განკითხვა
თქვენ მწერთ ვინმე N-ის შესახებ. მაინც რა სული აქვს მას ასეთი, რომ თავისი საუბრებით ჩრდილს აყენებს ყველას და ყველაფერს. ყველა ფენაში არიან ცოდვილები და ღვთის წყალობა იფარავს მათ, რადგან მათ მოქცევას ელოდება. კერძო საკითხების გამომზეურება არ შეიძლება, ანუ ერთი შემთხვევით არ შეიძლება იმსჯელო ადამიანის ხასიათზე, ანდა ერთი ადამიანით იმსჯელო ადამიანთა მთელ კლასზე. დროა უკვე შევწყვიტოთ მისი მოთმენა, ნუღარ დაუჯერებთ მას, ხუმრობაში გაუტარეთ ყველაფერი. და საერთოდაც, განმკითხველი საუბრების დროს წესად გქონდეთ: არ დაიჯეროთ, რაც უნდა გითხრან. ერთმა ხუცესმა, როდესაც მასთან მივიდა ვიღაც და სხვა ადამიანზე დაუწყო ცუდის მოყოლა, ჰკითხა მას: "საიდან იცი ეს?" მან უპასუხა: "ერთმა კეთილმა ადამიანმა მომიყვა." "არა, კეთილი არ იქნებოდა იგი," - უთხრა ხუცესმა, - "კეთილი რომ ყოფილიყო, არ დაიწყებდა სხვაზე ცუდის მოყოლას." ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ბოროტ საქმეთა დანახვისგან გვიხსნას უფალმა, სმენას კი არ ენდოთ, და გექნებათ სუფთა სული. რაც შეეხება განკითხვის ცოდვას, - რამდენადაც სხვების საქციელზე მსჯელობას თან ახლავს ზემოდან ცქერა ამ ადამიანთა მიმართ, და არა ძმური წუხილი და მათი ღირსების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მაშ, ეს იქნება განკითხვა - უდიდესი ცოდვა! ჩაუკვირდით საკუთარ თავს!