ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განკითხვა
ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები მაშინვე. ვცდილობ, არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას ირკვევა, რომ ძვირიც მითქვამს და განმიკითხავს კიდეც.
ცხადია, ამისთვის ქებას ვერ შეგასხამთ, მაგრამ შემამსუბუქებელი გარემოება ის გახლავთ, რომ თავადაც გრძნობთ თქვენს სისუსტეს და ამისგან თავის დაღწევა განგიზრახავთ. ასე განაგრძეთ. ყოველთვის, როცა თავს ამ სისუსტეს შენიშნავთ, განმარტოვებისთანავე ასწავლეთ ამს ჭკუა, თანაც იმაზეც იფიქრეთ, როგორ მოახერხოთ ჩვეულებრივ ხუმრობაშიც კი ისე ჩაერთოთ, განკითხვის გზაზე რომ არ გადაუხვიოთ. ასე თუ იშრომებთ და სხვადასხვა ხერხებსაც გამოიმუშავებთ, თანდათან ჩვევად გექცევათ, რომ არავინ განიკითხოთ. როცა ამისთვის იღვწით, თავს ისიც შეახსენეთ, რომ ღმერთს ისე არაფერი შეურაცხყოფს, როგორვ განკითხვის ცოდვა, რამეთუ ამით მის ხელმწიფებას ამეტებთ და საკუთარ თავს კი უქმნით უფრო მეტ საფრთხეს იმისას, რომ მკაცრად მოგეკითხოთ: სხვების განკითხვით ხომ თავსაც სასტიკ სასჯელს უმზადებთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ (მათ. 7,2). რაც შეიძლება ხშირად იკითხეთ ესა და მაცხოვრის სხვა, ამის მომდევნო სოტყვები.
ცხადია, ცუდს კარგს ვერ უწოდებ, მაგრამ ცუდის დანახვისას კი არ უნდა მოვყვეთ ძმისა თუ დის განკითხვას, უნდა შეგვებრალოს იგი; და ასე, სიბრალულით განმსჭვალულებმა, გულით ვილოცოთ მისთვის, რომ უფალმა გაუნათოს გონება, გამოაფხიზლოს და მისცეს ძალა, მტკიცედ იაროს იმ გზით, რომელიც მას შეეფერება. თუ ყოველთვის სხვების შეცოდებათა დანახვისას ჩვენს გონებას ასე წარვმართავთ, სიყვარულით განვიმსჭვალებით მის მიმართ. საუბარში შეიძლება ვერ გამოვამჟღავნოთ ჩვენი პოზიცია მისი საქციელის მიმართ, მაგრამ შემამსუბუქებელი ან გასამართლებელი გარემოების ძებნა ყოველთვის შეიძლება. ადამიანის დაცვაც სიყვარულით მოხდება. როცა ასეთ საუბარს წამოიწყებენ, სჯობს, სულაც მივაფუჩეჩოთ იგი, სიტყვა სხვა საგანზე გადავიტანოთ. თუ ეს არ გეხერხებათ, გიჯობთ გაჩუმდეთ, სანამ ჭორაობას არ შეწყვეტენ და შინაგან ლოცვას მიჰყოთ ხელი მასზე, ვისაც განიკითხავენ. მე და თქვენ ვერავის აღვზრდით, საკუთარი თავი კი უნდა აღვზარდოთ და ეს შეგვიძლია კიდეც