
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
ვაი მე, რაიმე უკუე ვყო ცეცხლსა მას გარესკნელისასა, სადა-იგი არს ტირილი თუალთა დაუცადებელად და ღრჭენაი დაულევნელად. ვაი მე, რაიმე უკუე ვყო სატანჯველთა მათგან დაუსრულებელთა და მატლსა მას წამლეანსა დაუძინებელსა. ვაი მე, რაიმე უკუე ვყო ანგელოზთა მათგან მრისხანეთა, რომელნი სატანჯველთა ზედა არიან, რამეთუ საშინელ არიან და უწყალო. ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროი ცრემლთაი და ვტიროდი დღე და ღამე, რაითა დავეგო ღმერთსა, რამეთუ განვარისხე მე