წმ. სილუან ათონელი

სულიწმიდის მადლი ყველა ადამიანს ამსგავსებს უფალს იესო ქრისტეს ჯერ კიდევ დედამიწაზე. ვინც

სულიწმიდის მადლი ყველა ადამიანს ამსგავსებს უფალს იესო ქრისტეს ჯერ კიდევ დედამიწაზე. ვინც სულიწმიდაშია, იგი ემსგავსება უფალს, მაგრამ ვინც არ ინანიებს და არ სწამს, იგი ჰგავს მტერს. უფალმა ღირსი გაგვხადა, რომ ვმსგავსებოდით მას, ის ხომ ისეთი მორჩილი და თვინიერია, რომ შენ რომ დაინახო იგი, სიხარულისაგან იტყოდი: „უფალო, მე ვდნები შენი წყალობისაგან“, მაგრამ ამ წუთში, ე.ი. უფლის დანახვისას შენ ვერ შეძლებ ვერც ერთი სიტყვის თქმას ღმერთზე, რამეთუ შენი სული ცვლილებას განიცდის სულიწმიდის სიუხვით. ასევე ღირს სერაფიმ საროველს, როცა დაინახა უფალი, არაფრის თქმა არ შეეძლო.
 
0