იოსებ ათონელი (ისიხასტი)

ქმედებას განმწმენდელი მადლი შეეწევა, რომელიც კაცს განწმენდაში ეხმარება. და ყოველს, ვინც შეინანა, ამ

ქმედებას განმწმენდელი მადლი შეეწევა, რომელიც კაცს განწმენდაში ეხმარება. და ყოველს, ვინც შეინანა, ამ მადლმა უბიძგა სინანულისაკენ. და ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, მადლის საქმეა, თუნდაც ამის შესახებ თავად მადლის მფლობელმა არაფერი უწყოდეს. თუმცაღა იგი (მადლი) მას ზრდის და მოძღვრავს. და იმ წარმატების შესაბამისად, რომელსაც ის აღწევს, იგი ან ადის, ან ძირს ეშვება, ან იმავე მდგომარეობაში რჩება. თუკი კაცს მოშურნეობა და თავგანწირვა აქვს. მაშინ იგი მაღლდება ჭვრეტამდე, რომელსაც ღმრთაებრივი ცოდნის განათლება და გარკვეული ზომით უვნებობა მოსდევს. თუკი მოშურნეობა და მზადყოფნა გაგრილდა, მაშინ მადლის მოქმედებაც მცირდება.
 
0