ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
შენმა წყნარმა, თვინიერმა გამოხედვამ მიიზიდა ჩემი სული. რა უნდა მოგცე შენ, უფალო, ამისთვის ან რა ქება
შენმა წყნარმა, თვინიერმა გამოხედვამ მიიზიდა ჩემი სული. რა უნდა მოგცე შენ, უფალო, ამისთვის ან რა ქება უნდა გიგალობო შენ? შენ იძლევი მადლს, რათა სული მარად იწვოდეს სიყვარულით; არ იცის მან მოსვენება არც დღე და არც ღამე ღმერთის სიყვარულისაგან. ხსენება შენი ათბობს ჩემს სულს, არაფერში არ ხედავს იგი მოსვენებას დედამიწაზე, შენს გარდა; ამიტომ გეძებ შენ ცრემლიანი; კვლავ და კვლავ გკარგავ; კვლავ და კვლავ სურს ჩემს გონებას დატკბეს შენით, მაგრამ შენ არ ავლენ შენს სახეს, რომელიც სურს ჩემს სულს დღე და ღამე.
უფალო, მომეცი მადლი, რომ შენ მხოლოდ მიყვარდე; შენ შემქმენი მე, შენ მპატიობ ჩემს ცოდვებს და მაძლევ ზიარებას შენს წმიდა ხორცთან და სისხლთან; მომეცი მე ძალა, ყოველთვის ვიყო შენთან; უფალო მოგვეცი ადამის სინანული და შენი წმიდა მორჩილება.

|