წმ. იოანე კრონშტადტელი - სხვა თემა
წმ. იოანე კრონშტადტელი
ვაი, რომ ბევრმა ვერ შეძლო დიდი ნიჭი - თავისუფლება, რომელიც ადამიანებს ღმერთმა უბოძა და კაცის ხელთაა ნება: კეთილი იქნება, თუ ბოროტი. დაცემულს კი ბოროტისკენ უფრო უადვილდება სიარული, ვიდრე კეთილისაკენ. შემოქმედს საყვედურობენ ამის გამო, ამბობენ: რატომ შეგვქმნა ასეთებად, რატომ ისეთებად არ გაგვაჩინა, რომ შეცოდება და ბოროტება არ შეგვძლებოდაო?! სხვები ადამიანის არასრულყოფილებით ხსნიან იმ ამბავს, რომ მავანი ცოდვით ისვრება და ასე, ამგვარი მსჯელობებისას თავის აზრებს მიჰყვებიან, გვერდს უვლიან შემოქმედს, თითქოსდა ეს სოფელი მთელი თავისი მოვლენებითა და საგნებით (ვის შემადგენელ ნაწილსაც თვითონაც წარმოადგენენ) რათაც უპირო, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მოკლებული არსება იყოს. აი რას შვრება ეკლესიიდან შორს ყოფნა! აი, რა უგუნურებასა და ამაოდბრძნობაში ვარდება კაცი! და ეს მაშინ, როცა ჩვენთან ბავსვმაც კი იცის, ძალიან მტკიცედ და გარკვევით ის, რაც თქვენთვისაა უცნობი. შემოქმედს სდებთ ბრალს!? და განა გამჩენია დამნაშავე, რომ ყურს არ უგდებთ მის ხმას და თქვენი მრუდეზნეობისა და უმადურობის გამო ბოროტებად გადაიქციეთ მისი გაუგონარი სიკეთის, ყოვლისშემძლეობისა და სიბრძნის საჩუქარი - თავისუფლება, რომელიც გამუყოფელი შტრიხია ღვთის ხატისა. განა უფრო მეტად არ უნდა ვაფასებდეთ მის სიკეთეს, რომელიც არ შეყოყმანდა საჩუქრის მიმღებელთა უმადურობაზე, არ დაახანა, მაინც მოგმადლა ეს განძი, რათა მზესავით ბრწყინავდეს მისი სიკეთე თითოეულისათვის? და განა საქმით არ დაამტკიცა თავისი უსასრულო სიყვარულისა და გასაოცარი სიბრძნის შესაფერი: მოგვცა თავისუფლება, ჩვენი დაცემის შემდეგ კი, რასაც ღვთისგან სამუდამო განშორება უნდა მოჰყოლოდა, მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ამ სოფლად "მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა" (რომ.1,23) მისი ჯვარცმა და ტანჯვა ინება ჩვენი ცოდვების გამო? ვინ იქნება, რომ ამის მერე, ადგეს და კიდევ შემოქმედი ადანაშაულოს: თAვისუფლება რატომ მოგვეცაო! "ნუ იყოფინ, იყავნ ღმეთი მხოლოი ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ" - (რომ.3,4) იცხოვრე ადამინო, დაიხარე თავი და იბრძოლე კიდეც, ოღონდ უმადურობასა და დრტვინვას ნუ მოჰყვები" ნუ გმობ ყოვლადსახიერს!
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები