დიდმარხვაში საეკლესიო ღვთისმსახურების ბიბლიურ განზომილებაზე განსაკუთრებული მახვილი დაისმის. შეიძლება

დიდმარხვაში საეკლესიო ღვთისმსახურების ბიბლიურ განზომილებაზე განსაკუთრებული მახვილი დაისმის. შეიძლება ითქვას, რომ მარხვის ორმოცი დღის განმავლობაში ადამიანი და ეკლესია სულიერად თითქმის ძველი აღთქმის მდგომარეობაში ბრუნდებიან. ქრისტემდელ დროში, სინანულისა და მოლოდინის დროში, "ცხონების ისტორიის" დროში, რომელიც აღსასრულებლად ქრისტესკენ მიდის. ეს დაბრუნება აუცილებელია, რამდენადაც, იმისადმიუხედავად, რომ ჩვენ ქრისტეს შემდგომ პერიოდს ვეკუთვნით, ვიცნობთ მას და მის მიერ ვიღეთ ნათელი, მაინც გამუდმებით ვეცემით ამ ახალი ცხოვრებიდან, რომელიც მისგან მივიღეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ "ძველ" დროში ვბრუნდებით. ეკლესია ერთის მხირვ უკვე "სახლია", იმიტომ, რომ ის არის "მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა". ხოლო მეორეს მხრივ ის ისევ "გზაშია", ხანგრძლივ და მძიმე მწირობაში, რათა ყველაფერი აღსრულდეს ღმერთში და დროის დასასრულს დაბრუნდეს ქრისტეში.
    დიდი მარხვა ეკლესიის ამ მეორე მოწოდების, მისი მოლოდინსა და მწირობაში ცხოვრების დროა. ამიტომ აქ ძველი აღთქმა თავის სრულ მიშვნელობას წარმოაჩენს, არა როგორც უკვე აღსრულებულ წინასწარმეტყველებათა წიგნი, არამედ როგორც წიგნი, ადამიანის და მთელი შექმნილი სამყაროს შესახებ - ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე.
 
0