
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
ჩვენს სხეულში გამუდმებული ბრძოლაა სიცოცხლესა და სიკვდილს, კეთელსა და ბოროტს, სენსა და სიმრთელეს შორის. სიკვდილს გარკვეულ დრომდე ეწინააღმდეგება სხეულის სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი იმარჯვებს; მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სხეულს, როგორც სტიქიურსა და ცოდვიანს, თავისთავად არ გააჩნია უნარი სიცოცხლისა, სულიდან აქვს იგი ნასესხები და როცა სულიც ცოდვითაა ამოვსებული და სიკვდილის პრინციპებით გაჯერებული, იგი სუსტია და უხმარი, წინ აღუდგეს სიკვდილის ძალას. ასეც არ იყოს, შინაგანი კაცი მხოლოდ გარეგანი კაცის დათრგუნვით განახლდება. ფხიზელი, მუდმივად მოღვაწე სული მოუწყინებელი შრომის ფასად აღწევს და ანგრევს სუსტსა და ხრწნად გვამს. მემკვიდრეობით რგებული სნეულებებიც არ დაგავიწყდეთ, დროთა განმავლობაში რომ მძვინვარდება და ანგრევს ორგანიზმს. ასე რომ, გამოდის, კაცის ცხოვრება ამქვეყნად, თანდათანობითი, ყოველდღიური კვდომა ყოფილა. და რაც ვნებებს შეეხება, როგორც მიაქვთ ჩვენი ჯანი!? ეს უზომო და უწესრიგო საზრდელისა, სასმელისა, ძილისა და სიამოვნებისა? ესეც როგორ არღვევს სხეულს!? ჰოდა, თუკი ჩვენი სხეული ასე თანდათან და თვალნათლივ ინგრევა და დასასრულს უახლოვდება, მოვიძულოთ, როგორც წამალი და მთელი ძალებით მარადიული სულისაკენ მივმართოთ. გვამი - პირის გამტეხი, წარმავალი მეგობარია.