წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: გული

ჩვენს ხელთაა ზუსტი ბარომეტრი, რომელიც სულიერი ცხოვრების ცვლილებას გვიჩვენებს, - ეს ბარომეტრი ჩვენი

ჩვენს ხელთაა ზუსტი ბარომეტრი, რომელიც სულიერი ცხოვრების ცვლილებას გვიჩვენებს, - ეს ბარომეტრი ჩვენი გული გახლავთ. გნებავთ კომპასი უწოდეთ, რომელსაც ცურვისას იყენებენ ზღვაში გასულები. ის გვიჩვენებს, საით მივდივართ, სულიერისკენ, აღმოსავლეთით, ქრისტესკენ, თუ დასავლეთით, მარადიულ წყვდიადის პატრონთან, ეშმაკთან. ყურადღებით უყურე ხოლმე მაგ კომპასს, არ შეგიყვანს შეცდომაში, ჭეშმარიტი გზით გატარებს. "უკეთუ გული ჩვენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაი გუაქუს ღმრთისა მიმართ" (იოანე. 3.21) - ე.ი. სულიერ აღმოსავლეთს ვუახლოვდები.
     რასაც გულს დაუდებს კაცი, რასაც დაედევნება, იმას იპოვის: წარმავალს გამოეკიდება - წარმავალს ნახავს და მოედება მის გულსა და არსებას მიწიერი, საშველს არ მისცემს ზეციურს ირჩევს და - მარადიულს მიაგნებს, ის გახდება მისი გულის მაცოცხლებელი და მამოძრავებელი. კაცის გული არ უნდა ეთმობოდეს წარმავალს არაფერს, რადგან ამ სოფლიურს, თუკი მას უზომოდ და ვნებიანად ეკიდებით უცილებლად გაერევა ბოროტის სული, რომელიც ღმერთთან მუდმივი ჭიდილის გამო გახდა მიწიერი.
 
0