
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
სულიერი ბრძოლა
გონება გონებას ებრძვის... ჩვენი გონება - მტრის გონებასთან იბრძვის... მტერი დაეცა სიამაყით და
გონება გონებას ებრძვის... ჩვენი გონება - მტრის გონებასთან იბრძვის... მტერი დაეცა სიამაყით და წარმოსახვით, ჩვენც იქითკენ გვიზიდავს... ამ ბრძოლაში დიდი სიმამაცეა საჭირო... უფალი ტოვებს თავის მონას საბრძოლველად, თვითონ კი უცქერის მას, როგორც უცქერდა ანტონი დიდს, როცა იგი ებრძოდა ეშმაკებს... თქვენ გახსოვთ ალბათ რა წერია ანტონი დიდის ცხოვრებაში: დასახლდა იგი აკლდამაში; იქ ეშმაკებმა სცემეს მას გრძნობის დაკარგვამდე; მისმა მსახურმა მეგობარმა გადაიყვანა ღირსი მამა სოფლის ეკლესიაში; ღამით, როცა ანტონი გონს მოვიდა, შეევედრა მეგობარს ისევ უკან, აკლდამაში დაებრუნებინა იგი. სრულიად ავადმყოფს, მას არ შეეძლო ფეხზე დგომა და დაწოლილი ლოცულობდა; ლოცვის დროს ისევ მოხვდა თავდასხმაში.. და როცა მძიმე წყლულებით გატანჯულმა, მაგრამ მაინც მოთმინებით მყოფმა თვალები გაახილა, დაინახა ნათელი. მიხვდა ღირსი მამა, შეიცნო უფლის მოსვლა და თქვა: "სად იყავი შენ, მოწყალეო იესო, როცა მტრებმა დამაწყლულეს მე?" უფალმა მას უპასუხა: "მე აქ ვიყავი, ანტონ და ვუცქეროდი შენს მამაცობას".
|