წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი

თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სიტყვის მსმენელნი და დამჯერებელნი სამოქალაქო სჯულსა და მთავრობის წინააღმდეგი გაჰხადონ. მათ იციან, რომ ვინც სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში მტკიცეა, მათ ბოროტ განზრახვას ადვილად არ აჰყვება და სამოქალაქო მთავრობისა და სჯულის წინააღმდეგი ძნელად გახდება; ამისთვის ცდილობენ ისინი, რომ მსმენელის გულში ჯერ ღმრთის სასოება შეარყიონ და მერე თავისი ბოროტი აზრი ადვილად დააჯერონ.
 
0