ავტორი:
სიბრძნე ზირაქისა
თემა:
მეგობრობა
თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე და მყისვე ნუ მიენდობი მას. რადგან ზოგი მეგობარი
თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე და მყისვე ნუ მიენდობი მას.
რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.
ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.
ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.
შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს;
მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება.
მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან. ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია.
ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება.
ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვნიან მას.
თ. 4-6

|