წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მიტევება

პეტრე მოციქულის შეკითხვაზე: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტეო მას? ვიდრე შვიდ

პეტრე მოციქულის შეკითხვაზე: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტეო მას? ვიდრე შვიდ გზისამდეა? ჰრქუა მას იესო: არა გეტყვი შენ ვიდრე შვიდ გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შვიდ გზის (მთ. 18, 21-22). მოვუსმინოთ უფალს და შევეცადოთ აღვასრულოთ მისი წმინდა მცნება. რამეთუ ეს არის უახლოესი და საიმედო გზა ცხონებისაკენ. გინდა ცხონდე? _ მიუტევე ყველას და ყველაფერი, რაც გაწყენინეს და გადარჩები, რამეთუ ასე ამბობს უფალი: უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან (მთ. 6, 14).
 
თემატური კითხვები
0