პაისი მთაწმინდელი

მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც

მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც საკმარისად მცოდნენი არ იყვნენ, მაგრამ გონების მეტი სინათლით გამოირჩეოდნენ, ვიდრე _ უფრო განსწავლული ხალხი. ის, ვინც ღვთის მადლით გონებას განწმენდს ლექისაგან, რომელიც მასში მეცნიერებამ დააგროვა, მეტი შრომის იარაღი ექნება. მაგრამ თუ ეს იარაღები _ ცოდნა _ არ განიწმინდა, ისინი მხოლოდ საერო და არასულიერი საქმისთვის იქნება გამოსადეგარი. ცოდნა სწრაფად განიწმინდება, თუ ადამიანში კეთილი ფორიაქი გაჩნდა. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას შინაგან სულიერ განათლებას ანიჭებენ და გარეგან განათლებულობასაც შინაგანი განათლებისათვის იყენებენ, სწრაფად განიცდიან სულიერ ფერისცვალებას. და თუ ისინი სულიერთან მიმართებაში მარტო თეორეტიკოსები კი არა – პრაქტიკოსებიც არიან, მაშინ დიდად ეხმარებიან სამყაროს, რადგან მათ ადამიანები ჯოჯოხეთური, სულისშემხუთველი ტანჯვიდან გამოჰყავთ, და სამოთხის სიხარულისკენ მიუძღვებიან. ასეთ ღვთის ადამიანებს შეიძლება ნაკლები დიპლომები ჰქონდეთ, ვიდრე სხვა განათლებულ პიროვნებებს, მაგრამ მათ ქვეყნისთვის მეტი სიკეთის მოტანა შეუძლიათ. ასეთი ადამიანი მადლითაა მდიდარი და არა _ ქაღალდების გროვით (დიპლომებით). ქვეყნიერება ცოდვამ აღავსო და საჭიროა მეტი ლოცვა და მეტი სულიერი გამოცდილება. ბევრი ნაჯღაბნი ქაღალდის ფულს ჰგავს, რომლის ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უზრუნველყოფენ მის სიმყარეს. შესაბამისად, თითოეულისათვის აუცილებელია, საკუთარი სულის მაღაროში შრომობდეს.
 
0