პაისი მთაწმინდელი

მოკრძალება გადამდებია; ადამიანის საქციელი, რომელიც მოკრძალებით არის აღძრული, არომატივით გადაეცემა

მოკრძალება გადამდებია; ადამიანის საქციელი, რომელიც მოკრძალებით არის აღძრული, არომატივით გადაეცემა სხვას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მასში კეთილი განწყობა და სიმდაბლე არსებობს. გეტყვი, რომ თუ ადამიანს მოკრძალება არა აქვს, მაშინ მას არაფერი აქვს. მოკრძალებული ადამიანი, გაუნათლებელიც რომ იყოს, ყოველგვარ სიწმიდეს წმიდად ხედავს, ხედავს ზუსტად ისე, როგორიც ის სინამდვილეშია და ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც საღვთო აზრებს ეხება, არაფერში ცდება. მოკრძალებული ადამიანი ჰგავს ბავშვს, რომელსაც დედ-მამის მიმართ ბოროტი აზრები არ შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ უყვარს მშობლები, პატივს სცემს და ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ სიკეთით და წმიდად აღიქვამს. რამდენად მეტი მოკრძალებაა საჭირო წინაშე ღვთისა, რომლის სრულყოფილებასაც ვერაფერს გაუთანაბრებ!
 
0