
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმ. ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს
როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმ. ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს საკუთარ თავს ამ ხატების საღებავებით და შიგნით, მის არსებაში ეს წმიდანები აისახებიან. წმიდანები ხარობენ, როდესაც `სწყდებიან” ქაღალდსა და დაფას და ადამიანების გულებში აღიბეჭდებიან. როდესაც ქრისტიანი კრძალვით ემთხვევა წმიდა სახეებს და შეწევნას ითხოვს ქრისტესაგან, ღვთისმშობლისა და წმიდანებისაგან, ამ დროს იგი აღასრულებს თაყვანისცემას იმ მთელი გულით, რომელიც მხოლოდ ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმიდანების მადლს კი არ იღებს, არამედ _ სრულად ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმიდანებს, რომლებიც მისი შინაგანი ტაძრის კანკელზე არიან გამოსახულნი. `ადამიანი ტაძარია სულისა წმიდისა”. დააკვირდი: ყოველგვარი მსახურებაც ხომ ხატებთან მთხვევით იწყება და მთავრდება. ადამიანებს რომ ეს ესმოდეთ, რაოდენ სიხარულს განიცდიდნენ, რა დიდ ძალას მიიღებდნენ ისინი!
|