წმ. იოანე ოქროპირი

იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ

იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილი, როგორც ოქრო ბრძმედში, ბრწყინვალება ემატებოდა. ის არ ამბობდა, როგორც მრავალი გლახაკი ამბობს: „ეს არის განგებულება? ნუთუ ღმერთი ხედავს კაცთა საქმეებს? მე, მართალი, გლახაკი ვარ, ის კი უსამართლოა და მდიდარია“. არაფერი ამის მსგავსი ლაზარეს არ უფიქრია, არამედ ღმრთის მიუწვდომელ კაცთმოყვარეობას მინდობოდა, სულს განსწმენდდა, ტანჯვას იტანდა, მოთმინებას ავლენდა. სხეულით იწვა, მაგრამ გონებით მიისწრაფოდა, გულისსიტყვით აღფრთოვანდებოდა, ჯილდოს მისაღებად ემზადებოდა, ბოროტებას განშორებული და სიკეთის ხატად ქმნილი. ის არ ამბობდა: „მუქთახორები გარდამატებულად ტკბებიან, ხოლო მე ნამცეცების ღირსიც ვერ ვხდები. მაშ, რას შვრებოდა? ღმერთს ჰმადლობდა და ადიდებდა.
 
თემატური კითხვები
0