
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
ერთობა
ადამიანებს გათიშულობა სტანჯავთ და მეტი არაფერი. თანამედროვე ადამიანი გაუცხოებულია ახლობლებისაგან და
ადამიანებს გათიშულობა სტანჯავთ და მეტი არაფერი. თანამედროვე ადამიანი გაუცხოებულია ახლობლებისაგან და არ ძალუძს, რომ მათ ძმები უწოდოს. ის მარტოსულია და ობოლი, რადგან თუ არ გყავს ზეციური ნათესავები, ვერ გეყოლებიან ისინი მიწაზეც. ძმები, თუ მათ დავიწყებული აქვთ ნათესაობა, ვერასოდეს გაიყოფენ მიწიერ სიკეთეებს. მტრულად განწყობილებს ყოველგვარი გაყოფა არასამართლიანად ეჩვენებათ. აღიარება ერთიანი მამის, აღდგენა ძმობისა ადამიანებს შორის _ აი რა შეიძლებოდა, რომ წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაგვეთვალა. ამას მოელის ზეციური მამა თავის შვილებისაგან; მას, ისევე როგორც ოდესღაც, ახლაც შეეძლო ეთქვა: `მე აღვზარდე და ავამაღლე შვილები, ისინი კი ამხედრდნენ ჩემს წინააღმდეგ” (ის. 1,2). ნეტარნი არიან ისინი, ვინც ერთგლება შეინარჩუნა, რამეთუ ისინი არასოდეს იქნებიან მარტოსულნი და ობოლნი _ უმამოდ და უძმოდ. ნეტარნი არიან, რამეთუ შეიცნობენ ღვთის კაცთა ნათესაობას, რომელიც ძმობაზე მაღლა დგას; შეიცნობენ ერთიანობას ქრისტეში. ეს უმაღლესი ნათესაობა _ ერთიანობაა, რომელიც მსგავსია უფლის ერთიანობისა სამებაში _ განუყოფელსა და შეურწყმელში. `რაითა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ” (იოან. 17.11). _ აი უკანასკნელი სურვილი ქრისტესი. ამის შესახებ ესაუბრება ძე მამას სულიწმიდის მეშვეობით. აი, ეს გახლავთ მწვერვალი ადამიანთა ნათესაობისა, მწვერვალი სრულყოფილებისა. იგია საბოლოო მიზანი და მხოლოდ მისკენ სწრაფვით, სიცრუისა და ეჭვის გარეშე ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ წინ მიიწევენ.
|