
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
სიყვარული მოყვასისადმი
მოძმისადმი სიყვარული გვასწავლის, რომ მათ მკაცრად კი არ ვუსაყვედუროთ, არამედ ხსნისათვის სასარგებლო
მოძმისადმი სიყვარული გვასწავლის, რომ მათ მკაცრად კი არ ვუსაყვედუროთ, არამედ ხსნისათვის სასარგებლო სიტყვები ვუთხრათ. გაიხსენე, მაცხოვარმა ცოდვილ ქალს, რომლის ქვებით ჩაქოლვაც სურდათ ფარისევლებს, კი არ უსაყვედურა, არამედ რბილად უთხრა: `წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ” (იოან, 8, 11). როდესაც მოციქული ანანია დაბრმავებულ სავლესთან მივიდა, ქრისტიანთა დევნა კი არ უსაყვედურა არამედ მიმართა: ძმაო სავლე!
|