
ავტორი:
აბბა დოროთე
ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს მოძღვარი და სულიერი ცხოვრების წარმმართველი, ჰგავს ფოთოლს, რომელიც
ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს მოძღვარი და სულიერი ცხოვრების წარმმართველი, ჰგავს ფოთოლს, რომელიც გაშლისას მწვანეა, ყვავის, მაგრამ ცოტა ხანში ხმება, ვარდება ხიდან და ფეხქვეშ ითელება. ასევეა ადამიანიც, რომელსაც ხელმძღვანელი არ ჰყავს, გულმოდგინებით შეუდგება ღვაწლს, შემდეგ თანდათან უქრება გულმოდგინება და ვინაიდან მასწავლებელი არ ჰყავს, რომელიც დაარიგებდა, შეეწეოდა და აღანთებდა მის მონდომებას, ფოთლის მსგავსად გამოშრება. გახმება სულიერად და საბოლოოდ იმის მონად გადაიქცევა, ვინც მისი გადარჩენის მტერია. კაცთაგან ყველაზე უბედური ისაა, ვისაც არავინ ჰყავს წინამძღვრად უფლისკენ სავალ გზაზე. ასეთი ადამიანი ძალიან ახლოს არის წარწყმედასთან.
|