წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: მოძღვარი

თავი დაიცავით მოძღვრისადმი გადამეტებული, არაჯანსაღი სიყვარულისაგან. მრავალნი გაუფრთხილებლობის გამო

თავი დაიცავით მოძღვრისადმი გადამეტებული, არაჯანსაღი სიყვარულისაგან. მრავალნი გაუფრთხილებლობის გამო მოძღვრებთან ერთად ეშმაკის ბადეებში გაიხლართნენ. რჩევის მიღება და მორჩილება წმინდა და ღმრთის სათნოა მანამ, სანამ ისინი ვნებიანი მიჯაჭვულობით არ არიან შებილწული. ვნებებზე დამყარებული სიყვარული ადამიანს კერპად აქცევს. ამ კერპისადმი შეწირულ მსხვერპლებს ღმერთი რისხვით განეშორება. ასე იკარგება უსარგებლოდ ცხოვრება, იღუპება კეთილი საქმეები, როგორც საკმევლის სურნელება, ძლიერი ქარიშხლისაგან გაფანტული, ან მყრალი სუნით დახშული. არანაირ კერპს არ დაუთმოთ თქვენს გულში ადგილი.
 
0