მოძღუართა, რომელთა მოწაფენი აკურთხნენ, გინა აღსარება იტვირთონ, უკეთუ წუალებასა, ანუ კაცისკვლასა, ანუ

მოძღუართა, რომელთა მოწაფენი აკურთხნენ, გინა აღსარება იტვირთონ, უკეთუ წუალებასა, ანუ კაცისკვლასა, ანუ სიძუასა, ანუ გრძნებასა, გინა მწამვლელობასა აწუევდეს მოძღუარი, ესევითარსა არა აქუს ხელმწიფებაი და მოწაფე იგი უკეთუ ურჩ ექმნას, უბრალო არს. ხოლო ამათ პირთაგან კიდე სხუაი რაიცა ამცნოს მოწაფესა, რომლისა იგი აღსარებაი ეტვირთოს, გინა ეკურთხოს, ხელმწიფებაი აქუს მას ზედა მოძღუარსა და მოწაფესა მას თანა-აცს მორჩილებაი. და წარსვლად მოწაფესა მოძღურისაგან თვისისა, „თვინიერ წამებასა მისისა“, არა ხელეწიფების ყოვლადვე; არამედ, უკეთუ მოძღუარი იგი ადგილსა ესე ვითარსა ჯდეს, სადა ვნებანი იყუნენ და მოძღუარსა მას არა ევნებოდის, ხოლო მოწაფე იგი დაცემასა შთავარდებოდეს და უთხრას მოძღუარსა მას და მან არა რაი იზრუნოს ცხოვრებაი სულისა მისისა, და მოწაფე იგი განეშოროს ამის პირისათვის, უბრალო არს იგი. ხოლო სხუაი არა რაი არს მიზეზი ურჩებისა და მოძღუარისაგან განშორებისა მისისაი; უკეთუ კულაი ურჩებითა და თავხედობითა განეშოროს, ამის პირისათვის უბრალო არა არს იგი, და არად შერაცხოს სიტყუაი მოძღუარისა თვისისა, სულსა თვისსა წარწყმედს.
 
თემატური კითხვები
0