
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა:
სულიერი მოძღვარი
ყოველი სულიერი მოძღვარი მხოლოდ მსახური უნდა იყოს ზეციური სიძისა. (მოწაფეთა) სულები მასთან უნდა
ყოველი სულიერი მოძღვარი მხოლოდ მსახური უნდა იყოს ზეციური სიძისა. (მოწაფეთა) სულები მასთან უნდა მიიყვანოს და არა თავისთან. უნდა აუწყებდეს მათ ქრისტეს უსაზღვრო, გამოუთქმელი მშვენიერების შესახებ, მისი უსაზღვრო სახიერებისა და ძლიერების შესახებ. დაე, მათ ქრისტე შეიყვარონ, ჭეშმარიტად ღირსი სიყვარულისა. ხოლო მოძღვარი, დაე, დიდებული და მდაბალი (სიმდაბლით შემოსილი) ნათლისმცემლის მსგავსად გვერდით დადგეს, თავი არარაობად მიიჩნიოს, უხაროდეს მოწაფეთა თვალში მოძღვრის დაკნინება, - ეს დაკნინება მოწაფეთა სულიერი წინსვლის მანიშნებელია. სანამ მოწაფეებში ხორციელი გრძნობა ჭარბობს, მანამ დიდია მათ თვალში მოძღვარი; მაგრამ როდესაც მათში სულიერი შეგრძნება გაიღვიძებს და ქრისტე განდიდდება, ისინი მოძღვარს მხოლოდ ღმერთის კეთილის მოქმედ იარაღად შეიცნობენ.
|