თემა:
სულიერი მოძღვარი
ჩვენს დროში მოკლებული ვართ მადლს ვიცხოვროთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერების ხელმძღვანელობით.
ჩვენს დროში მოკლებული ვართ მადლს ვიცხოვროთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერების ხელმძღვანელობით. ხელმძღვანელს მართებს გვიჩვენოს გზა, რომლითაც თვითონ ვიდოდა, მაგრამ თუკი მხოლოდ წიგნების მიხედვით ხელმღვანელობს, ეს სულ სხვა რამეა. მთქმელსაც და მსმენელსაც ჰგონიათ, რომ აღშენდებიან, მაგრამ როდესაც საღმრთო მადლს შეიგრძნობენ, მაშინ მიხვდებიან თავის შეცდომას. წმ. პეტრე დამასკელი ამბობს თავის თავზე: „მრავლად ვევნე გამოუცდელი მრჩევლებისაგან“. ხელმძღვანელი განწმენდილი უნდა იყოს ვნებებისაგან და უნდა ჰქონდეს განსჯის უნარი, კერძოდ იცოდეს დრო, საწყისი, საქმიანობა, ადამიანის წყობა, სიმტკიცე, ცოდნა, გულმოდგინება, ასაკი, მისი გულის სიმხურვალე, აგებულება, ჯანმრთელობა და სნეულებანი, ზნე, ადგილი, განათლება, აღზრდა, განწყობილება, ზრახვა, ქცევა, შეგნების უნარი, გონებრივი შესაძლებლობანი, მონდომება, მხნეობა, სიზანტე, ღმრთის განგებულება, საღმრთო წერილის ყოველი გამონათქვამის მნიშვნელობა და მრავალიცა სხვა. აი, როგორი უნდა იყოს სულიერი ხელმძღვანელი და როგორი განსჯის უნარი მართებს.
|