წმ. სილუან ათონელი
თემა: მოძღვარი

უფალმა მისცა ეკლესიას წმიდა მოძღვრები და ისინი მსახურებენ ქრისტეს სახეში. მათ აქვთ უფლება მიუტევონ

უფალმა მისცა ეკლესიას წმიდა მოძღვრები და ისინი მსახურებენ ქრისტეს სახეში. მათ აქვთ უფლება მიუტევონ ცოდვები სულიწმიდით. იქნებ შენ ფიქრობ: "როგორ შეიძელბა ამა თუ იმ ეპისკოპოსში ან მოძღვარში იმყოფებოდეს სულიწმიდა, როცა მას უყვარს ჭამა ან აქვს ასევე სხვა უძლურება?" მაგრამ მე გეტყვი შენ: "ეს შესაძლებელია, თუ იგი არ ღებულობს ცუდ ზრახვებს." ასე რომ, თუმცა მას აქვს ზოგიერთი მანკიერება, მაგრამ ეს არ უშლის მადლს იცხოვროს მის სულში, მსგავსად იმისა, როგორც მწვანე ხეს აქვს გამხმარი ტოტებიც, მაგრამ ეს არ უშლის გამოიღოს ნაყოფი.
 
0