წმ. სილუან ათონელი
თემა: მოძღვარი

უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულები დაბრუნდენ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, სიხარულითა დიდთა (ლუკ. 24,

უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულები დაბრუნდენ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, სიხარულითა დიდთა (ლუკ. 24, 52). უფალმა იცის, რა სიხარულიც მიანიჭა მათ და მათი სულებიც განიცდიდნენ ამ სიხარულს. პირველი სიხარული ის იყო, რომ მათ შეიმეცნეს ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე. მეორე სიხარული, რომ მათ შეიყვარეს იგი. მესამე - მათ შეიმეცნეს მარადიული ზეციური ცხოვრება. მეოთხე სიხარული - მათ სურდათ სამყაროს გადარჩენა, როგორც საკუთარი თავისა. შემდეგ გახარებულნი იყვნენ იმიტომ, რომ შეიცნეს სულიწმიდა და ხედავდნენ როგორ მოქმედებდა მათში იგი. მოციქულები დადიოდნენ დედამიწაზე, ელაპარაკებოდნენ ადამიანებს ღმერთზე და სასუფეველზე, მაგრამ მათი სულები მიისწრაფოდნენ უფლისკენ, სწყუროდათ მისი ნახვა; ამიტომაც არ ეშინოდათ სიკვდილის, არამედ სიხარულით ხვდებოდნენ მას. თუ სურდათ ცხოვრება დედამიწაზე, მხოლოდ ხალხისთვის, რომელიც ძლიერ შეიყვარეს. მოციქულებს უყვარდათ უფალი და ამიტომ არ ეშინოდათ არავითარი ტანჯვისა. მათ უყვარდათ უფალი, უყვარდათ ხალხიც და ამ სიყვარულმა წაართვა მათ ყოველგვარი შიში. მათ არ ეშინოდათ არც წამების, არც სიკვდილის. ამიტომ გაგზავნა უფალმა ისინი სამყაროს გასანათლებლად.
 
0