ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: შფოთი
რომლისა თანა არა არს შფოთი, არა სიტყვის მგებელ არს მოყუსისა და არა უხარინ უსამართლოსა ზედა და იმარხავნ სულგრძელებასა, და არნ იგი სამკვიდრებელ სულისა წმიდისა. რომელსა არა უყუარს სული შფოთებისაი, არს იგი დედა სიყუარულისა და მშობელ სიმდაბლისა და მოყუას მოთმინებისა და შემკობილ ყოვლითა საქმითა კეთილითა. რომელმან სძლო აღშფოთებასა, ქებულ არს იგი ყოველთა მიერ და ქრისტეს მიერ საყუარელ და ანგელოზთაგან დიდებულ, და არს იგი სამგზის სანატრელ და ცოცხალ სულითა და ხორცითა და გონებითა და მარადის და უკუნისამდე