ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: შფოთი
ემნეტარ არს კაცისა მის, რომელი მსწრაფლ არა აღშფოთნების და არცა შეიწყნარებს მხურვალებასა გულის წყრომისასა, რამეთუ არს იგი მშვიდობისა მეძიებელ. ყოველმან, რომელმან განდევნა შფოთისა სიყუარული, არს იგი ყოვლადვე დაწყნარებულ და მდოვრ სულითა და მოხარულ გულითა და მხიარულ პირითა, რომელსა ესმეს სიტყუაი რისხვისაი და არა მსწრაფლ აღშფოთნეს და არა მსწრაფლ აღიძრას გულისწყრომად, არს იგი მოქმედ კეთილისა და სიმართლისა, შეუკრძალავს მას ენაი თვისი და არა მრავალსა ქარსა მიმოდაჰყვების და ყოველთა მიერ საყუარელ არს იგი