ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: მოთმინება
ვაებისა მიცემად ღირს არს საწყალობელი იგი კაცი, რომესა არა აქუს მოთმინებაი, რამეთუ წერილ არს: ვაი მათდა, რომელთა არა აქუს მოთმინებაი, ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოიტაცებინ, ამან არცა ჭირი თავს იდვის და არცა გინებაი დაითმინის. რომელსა არა აქუს მოთმინებაი, არაოდეს წარემართის საქმე მისი, არამედ არნ იგი შფოთის მოყუარე და მოყუსისა განსუენებასა მოძულე, ლოცვასა დახსნილ და მარხვასა მოწყინე, ღამის თევასა მცონარ და ცუდის მმეტყუელებასა მოსწრაფე, წიგნის კითხვასა მძინარე და ზღაპრობასა მღვიძარე, მარხვასა მოლარე და ხელთ საქმარსა მოზარე, ბოროტისათვის ახოვან და კეთილისათვის ჩუკენ.
უკუეთუ ვინმე იხილოს წარმატებად, მოშურნე არნ მისთვის ბოროტად. რომელსა არა აქუს მოთმინებაი ფრიად, ავნებს იგი თავსა თვისსა და ვერ შემძლებელ არს იგი კეთილისა საქმედ. აწ უკუე ვისწრაფოთ ღუაწლთა მათ მოთმინებად, ვითარცა იტყვის მოციქული: დაუთმოთ განსაცდელთა, რაითა ვცხონდეთ ჩვენ უფლისა მიერ ღმრთისა ჩვენისა