ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლოდ სათნოებით მიიღწევა და არასოდეს - მოხერხებულობით.
აიღეთ მაგალითად ოჯახი, რომელშიც ცოლ-ქმარი მშვიდობას ერთმანეთში მხოლოდ გამჭრიახი გონების მეშვეობით, სათნოების გარეშე ინარჩუნებს. განა შესაძლებელია ასეთ ოჯახში ხანგრძლივად იყოს მშვიდობა?! იმ ოჯახში კი, სადაც ღმერთს ადიდებენ, ღვთისმოსაობა მეფობს, მშვიდობაზე არც საუბრობენ, რადგანაც იგი მასში თავისთავად სუფევს სათნოებისაგან. ისევე როგორც, ვთქვათ სითბო შედეგია სინათლისა, ასევე გახლავთ ხალხშიც და მთელ კაცობრიობაშიც.

|