ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები, ხოლო ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს
ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები, ხოლო ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს მწუხარება.
მომთმენი არ წუხს, რომ ვერ იშოვა საზრდელი; უბიწო არ წუხს იმის გამო, რომ ვერ დაიკმაყოფილა ბილწი ვნება, ურისხველი - რომ ვერ შეძლო შურისძიება, თავმდაბალი - რომ მოკლებულია პატივს კაცთაგან, უანგარო - რომ წარუმატებლობა განიცადა. მათ სრულიად ჩააქრეს საკუთარ თავში ყველა ასეთი წადილი, ამიტომაც არ განიცდიან მწუხარებას; რადგან, ვინც ვნებებს არ ემორჩილება, მას არ ტანჯავს მწუხარება, ისევე როგორც ჯავშანჩაცმულს არ განგმირავს ისარი.
სადნობი ღუმელი განწმენდს განუწმენდელ ვერცხლს, ხოლო ღვთისთვის სათნო მწუხარება ცოდვებში მყოფ გულს.
სასოწარკვეთილებას კურნავს მოთმინება და ის, რომ ღვთის შიშის გამო აიძულო შენი თავი აკეთო შენი საქმე (მიუხედავად სურვილის უქონლობისა).
ყოველგვარ საქმეში განისაზღვრე ზომა და არ მიატოვო საქმე მანამ, ვიდრე არ დაასრულებ; ასევე გონიერად და მთელი ძალისხმევით ილოცე და გაულგატეხილობის სული უკუიქცევა შენგან.

|