ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნით მწუხარების
ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნით მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილები დაუძლევია, მას ვნებებიც დაუმარცხებია, ხოლო ვნებების მძლეველს ვერასოდეს დაეუფლება მწუხარება. მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო, არც უბიწო წუხს გარყვნილებაში წარუმატებლობის გამო, არც ურისხველი - სამაგიეროს გადაუხდელობის გამო, არც თავმდაბალი - კაცობრივი დიდების უქონლობის გამო, არც უპოვარი - დანაკარგის გამო.
|
|