ავტორი:
ღირსი ზოსიმე პალესტინელი
თემა:
მწუხარება
თუკი ჩვენ ვინმესგან შეგვემთხვევა რაიმე ბოროტება, არა ღირს მწუხარებად. წუხილი გვმართებს იმაზე, რომ
თუკი ჩვენ ვინმესგან შეგვემთხვევა რაიმე ბოროტება, არა ღირს მწუხარებად. წუხილი გვმართებს იმაზე, რომ ძმას ევნო სულიერად. რა გვავნო ჩვენ ქვეყნიურმა ჭირმა, რომელიც შეგვემთხვია? პირიქით, უფრო გვარგო მან, როგორც ამას თვით უფალი გვეუბნება: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა". ხოლო ჩვენ იმას კი არ ვწუხვართ, რისთვის ევნო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ბოროტი გულისთქმებისთვის, რის გამოც სამართლიანად ვისჯებით.
რადგანაც ერთი სხეულის ასოებად გაგვაჩინა ყველანი ღმერთმა, რომლის მეთაურია თავად ქრისტე ღმერთი. როგორცა თქვა მოციქულმა: "ყოველნი ასონი გვამისანი, ყოველნი იგი ერთ გვამ არიან და თავ ყოველთასა არს ქრსიტე" (ეფ. 1,22).

|